ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგების ციკლი "იყავი მის ადგილას" გურიის რეგიონში
2024-09-18 18:37:28

ტრენინგების ციკლი "იყავი მის ადგილას" მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდმა, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამი სატრენინგო სესია ჩაატარა. 

"იყავი მის ადგილას" ინტერაქციულ როლურ თამაშებსა და ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების შესახებ ნამდვილ ამბებს ეფუძნება. ტრენინგის მიზანია იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შეცვლა, რომელიც ხშირად ქალთა მიმართ ძალადობის პროვოცირებას ახდენს.  

ტრენინგების ციკლი ცნობილი სახელმძღვანელოს #InHerShoes-ის მიხედვითაა შექმნილი და ტარდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისადა გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზის) ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner