ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ადგილობრივი ქალები, გლობალური გავლენა: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების წინსვლა მომავლის პაქტის მეშვეობით
2024-09-30 09:44:33

2024 წლის 20-21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართულ მომავლის სამისტს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი, ანა ნემსაძე დაესწრო.

GNWP-სა და OSCE-ს მხარდაჭერით ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში - “ადგილობრივი ქალები, გლობალური გავლენა: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების წინსვლა მომავლის პაქტის მეშვეობით” - ანამ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი მშვიდობის მშენებელი ქალების როლზე. ამასთან, მათი მხარდაჭერის მიზნით, გააზიარა რეკომენდაციები თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი დაფინანსება ქალთა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ.

სამიტზე მოხსენების ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობა;

სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები საქართველოში, აქცენტით კანონები, რომლებიც ავიწროვებს სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობის სივრცეს და საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს;

გადაწყვეტილების მიღებისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში ქალთა ხმის გაძლიერება და მათი ჩართულობის ხელშეწყობის პრიპრიტეტად დასახვა.

მომავლის სამიტზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზი გაესვა ახალგაზრდების როლს სასურველი მომავლის ფორმირების პროცესში. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა "ახალგაზრდები მომავალს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ ისინი დღეს გვჭირდება". ეს მიმართვა მნიშვნელოვნად ეხმაურება ქალთა საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს, ახალგაზრდების გაძლიერებას და ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner