ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალები აერთიანებენ ძალებს შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთის
2024-09-30 14:38:51

ქალთა საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თეონა ჩიქოვანი, როგორც მოდერატორმა და პანელისტმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციში სახელწოდებით: “ქალები აერთიანებენ ძალებს შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთის”. კონფერენცია 26 სექტემბერს, ბრიუსელში, ჩატარდა. 

თეონამ მოდერატორობა გაუწია პანელს, რომელიც, შავი ზღვის რეგიონში, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ახალი შესაძლებლობების შესწავლას ისახავდა მიზნად. 

კონფერენცია ორგანიზებული იყო პროექტის “ქალები მშვიდობისთვის” ფარგლებში, რომელის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. ამრიგად, საერთაშორისო შეხვედრამ თავი მოუყარა ლიდერებს და სხვა დაინტერესეულ მხარეებს საერთაშორისო დონეზე, საუკეთესო პრაქტიკებისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით. 

კონფერენცია საზოგადოებრივი გაერთიანების „ქალთა რეფორმატორები და ინოვაციები“ (შემდგომში WRI) ორგანიზებით ჩატარდა. ის 2002 წელს აქტიური ქალების ჯგუფმა შექმნა, რომლებიც ერთიანდებოდნენ საერთი მისიის გარეშემო - ხელი შეეწყოთ აზერბაიჯანის განვითარებისთვის ქალთა გაძლიერებისა და თანაბარი მონაწილეობის გზით. 

WRI წარმომადგენს არასამთავრობო, არაპოლიტიკურ და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს ქალთა უფლებების გაუმჯობესებას, იღწვის გენდერულ თანასწორობისთვის და იბრძვის ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ აზერბაიჯანში.


 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner