28-29 სექტემბერს, პოლონეთში გაიმართა პოლონელი ქალების XVI კონგრესი, რომლის წლევანდელი სლოგანი იყო „ქალების თვალით დანახული სამყარო“. კონგრესის ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ელენე რუსეცკაია ესწრებოდა ყურადღება გამახვილდა მომავლის ფორმირებაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე.
საქართველოდან კონგრესს სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვაც ესწრებოდა. საქართველოს წარმომადგენლები, როგორც ტრანსნაციონალური ICHANGE ქსელის წევრები, ODIHR-ის დირექტორის პირველ მოადგილეს, თეა ჯალიაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ეხებოდა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის სფეროში არსებულ ვითარებას.
ამასთან, საქართველოს წარმომადგენლები მოხსენებით წარდგნენ კონგრესის პლენარულ სხდომაზე და თავიანთი სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.
ინფორმაციისთვის, წელს კონგრესში 4000-მდე დელეგატი მონაწილეობდა. მუშაობის პროცესში ჩატარდა პლენარული სხდომები, ათობით პარალელური სესია, გამოფენები და ქსელური ღონისძიებები, რომლებიც ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორებიცაა: ქალთა უფლებები პოლონეთში, ქალის როლი თანამედროვე და თანასწორი საზოგადოების მშენებლობაში, მდგრადი ეკონომიკა, გარემოსდაცვითი საკითხებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ მგრძნობიარე ხელისუფლება და სხვ. კონგრესის ფარგლებში განიხილეს უსაფრთხოების თემებიც, შეიარაღებული კონფლიქტების, ქვეყნებსშიდა პოპულიზმისა და კონსერვატიული გამოძახილების კონტექსტში.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.