ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ელენე რუსეცკაიამ, პოლონელ ქალთა XVI კონგრესში მიიღო მონაწილეობა
2024-09-30 15:36:19

28-29 სექტემბერს, პოლონეთში გაიმართა პოლონელი ქალების XVI კონგრესი, რომლის წლევანდელი სლოგანი იყო „ქალების თვალით დანახული სამყარო“. კონგრესის ფარგლებში, რომელსაც  ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ელენე რუსეცკაია  ესწრებოდა ყურადღება გამახვილდა მომავლის ფორმირებაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე.

საქართველოდან კონგრესს სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვაც ესწრებოდა. საქართველოს წარმომადგენლები, როგორც ტრანსნაციონალური ICHANGE ქსელის წევრები, ODIHR-ის დირექტორის პირველ მოადგილეს, თეა ჯალიაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ეხებოდა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის სფეროში არსებულ ვითარებას.

ამასთან, საქართველოს წარმომადგენლები მოხსენებით წარდგნენ კონგრესის პლენარულ სხდომაზე და თავიანთი სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

ინფორმაციისთვის, წელს კონგრესში 4000-მდე დელეგატი მონაწილეობდა. მუშაობის პროცესში ჩატარდა პლენარული სხდომები, ათობით პარალელური სესია, გამოფენები და ქსელური ღონისძიებები, რომლებიც ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორებიცაა: ქალთა უფლებები პოლონეთში, ქალის როლი თანამედროვე და თანასწორი საზოგადოების მშენებლობაში, მდგრადი ეკონომიკა, გარემოსდაცვითი საკითხებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ მგრძნობიარე ხელისუფლება და სხვ. კონგრესის ფარგლებში განიხილეს უსაფრთხოების თემებიც, შეიარაღებული კონფლიქტების, ქვეყნებსშიდა პოპულიზმისა და კონსერვატიული გამოძახილების კონტექსტში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner