ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
2024-12-10 17:14:29

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე რუსეცკაიამ სადამკვირვებლო მისიასთან ისაუბრა საქართველოში ქალთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

განიხილეს არსებული მდგომარეობა, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული გამოწვევები და ქალთა უფლებების გაუმჯობესებისთვის საჭირო ნაბიჯები. 

ინფორმაციისთვის, წელს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის თემაა: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner