ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
2025-03-31 14:05:21

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თბილისში, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, რომელშიც გენდერულ თანასწორობასა და ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ინფორმაციის გაცვლას და სამომავლო ინტერვენციების დაგეგმვას, საჭიროებების გათვალისწინებით. 
გაზიარდა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების მიმართულებით გლობალური და საერთაშორისო პროცესები. 

საკონსულტაციო შეხვედრა ნორვეგიის განვითარების სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. 
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner