ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გენდერული დეზინფორმაცია: სტერეოტიპები და თაობათა შორისი დიალოგი
2025-04-16 12:29:58

გენდერული დეზინფორმაცია, როგორც პოლარიზააციის ინსტრუმენტი და თაობათაშორისი დიალოგის მნიშნელობა – ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თბილისში.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ახლადშექმნილ სიმულაციურ თამაშს "გადაურჩი ოჯახურ ვახშამს", რომელიც მიზნად ისახავს თაობათაშორისი დიალოგის მნიშვნელობის ხაზგასმას.

WIC-ის კონტენტ კრეატორები და თემით დაინტერესებული ახალგაზრდები თავად ჩაერთნენ თამაშში და ექსპერტთან ერთად იმსჯელეს, როგორ უნდა გავიუმჯობესოთ ორატორული უნარები იმ ადამიანებთან კომუნიკაციისას, რომლებიც შესაძლოა სტერეოტიპულად იყვნენ განწყობილი ქალთა საკითხების მიმართ.

ამასთან, ორგანიზაციის ექსპერტმა გენდერის საკითხებში, ლელა ხომერიკმა მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია დეზინფორმაციის შესახებ — რას ეყრდნობა გენდერული დეზინფორმაცია, ვისკენ არის მიმართული, როგორ უნდა ვებრძოლოთ მას და სხვ.

აღნიშნული აქტივობა ჩადარდა პროექტის ფარგლებში, „გენდერი და იდენტობაზე დაფუძვნებული დეზინფორმაციის სახელმძღვანელო“, რომელიც არტემის ალიანის ფინანსური მხარდაჭერითა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზაციასთან პარტნიორობით განხორციელდა.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner