
ქალთა როლის გაძლიერების მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში - 2025 წლის მარტში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ოგრანიზებული, პირველი ქალთა კონგრესის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო. ქალთა კონგრესის ერთ-ერთ პანელს სწორედ “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება” წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც ლიდერმა ქალებმა და აქტივისტებმა გააზიარეს თავიანთი გამოცდილება, შეხედულებები, გეგმები და მიდგომები, რომლებიც აუცილებელია მშვიდობის მშენებლობაში ქალთა როლის გასაძლიერებლად.
პანელურ დისკუსიაში მომხსენებლები და ფასილიტატორები იყვნენ ის მშვიდობის მშენებელი ქალები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათი როლი დიდია როგორც ისტორიული მეხსიერების, ასევე მომდევნო სტრატეგიების დასახვის თვალსაზრისით.

“მშვიდობა ვერ იქნება გრძელვადიანი თუ ქალები არ იქნებიან აქტიურად ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ხშირად გავრცელებული სტერეოტიპია, რომ ქალები მხოლოდ ომის მსხვერპლები არიან, ამ დროს კი ისინი მშვიდობის რეალურ მშენებლებად გვევლინებიან და შემანარჩუნებელ ძალას წარმოადგენენ. რეალურად, ისინი ყველაზე ძლიერი აგენტები არიან მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,” – განაცხადა კულტურულ ჰუმანიტარული ფონდ “სოხუმის” თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკა გამახარიამ საქართველოს ქალთა კონგრესზე და ხაზი გაუსვა, რომ ქალების ჩართულობის მნიშვნელობა დიდია, როგორც მშვიდობის მშენებლობის ისე, კრიზისის დროს, უსაფრთხოების გრძელვადიანი შენარჩუნების პროცესში.
“ჩვენ ვერ შევქმნით მდგრადი მშვიდობის პირობებს, თუ ქალები არ მონაწილეობენ პროცესებში,” - თქვა ანალიტიკოსმა, მკვლევარმა და უფლებადამცველმა, მედეა ტურაშვილმა, რომლემაც ყურადღება გაამახვილა ქალების შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ მშვიდობის მშენებლობაში გენდერული თანასწორობის მიღწევა უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს ქალთა კონგრესის კონცეფცია ინოვაციური მიდგომების გამოვლენას, თაობათა შორისი დიალოგის ხაზგასმას, ახალგაზრდების ხედვების გაზიარებასაც მოიაზრებდა. სწორედ ამიტომ, პანელის მონაწილეებს შორის იყო არქიტექტორი, ურბანული დამგეგმავი ნუცა ლომსაძე.
“საქართველოში, დევნილთა დასახლებებში ხშირად შეხვდებით პატარა ხეხილის ბაღს, სახლის წინ, რაც ამ ადამიანთა ემოციური მდგომარეობის ანარეკლია. თანამონაწილეობრივი დაგეგმარება, რომელიც თანამედროვე ურბანისტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, მოიაზრებს თემის წევრების ჩართვას როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე დიზაინის პროცესში. შესაძლებელია უკვე არსებული დევნილთა საცხოვრებელი ერთეულების ესთეტიკის გადააზრება, ინდივიდუალიზმის წახალისება, ასევე პირობების გაუმჯობესება უსაფრთხო ცხოვრებისთვის.”- თქვა ნუცამ და გარკვეულწილად აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ დევნილი და კონფლიქტით დაზარალებულმა ადამიანები, განსაკუთრებით უფროსი თაობა სოციალურად ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, რის გამოსასწორებლადაც მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ გარემოსთან მიკუთვნების შეგრძნება, რაშიც სწორედ ზემოთხსენებული ხედვა დაგვეხმარება.
სამხრეთ კავკასიაში კონლიფქტების და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი, Crisis Group-ის ყოფილი უფროსი ანალიტიკოსი დადა NYTimes & RFERL-ის ჟურნალისტი ოლესია ვართანიანი პანელის აქტიური მონაწილე და მომხსენებელი იყო, რომელიც მიიჩნევს, რომ სამშვიდობო პროცესებში ქალების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქვთ განსხვავებული ხედვები, განიხილავენ არამარტო უსაფრთხოების კუტხით, არამეფ გენდერული და ადამიანის უფლებების პრიზმაში. “ქალები ამ პროცესებში სხვადასხვა გამოცდილებების შედეგად, ქმნიან უფრო მდგრად და მრავალმხრივ გადაწყვეტებს” - აღნიშნა ოლესამ.

საერთაშორისო თანამშრომლობა და ქალების მობილიზაცია იყო კიდევ ერთი მომხსენებლის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსის, თეონა სურმავას თემა, რომელმაც აღნიშნა, რომ დევნილი და კონლიფქტის შედეგად დაზარალებული ქალები არა მხოლოდ თემისა თუ რეგიონის დონეზე უნდა იყვნენ პროცესებში ჩართულები, არამედ საერთაშორისო დონეზე.
“ჩვენი მიზანია, რომ დავაკავშიროთ ქალები მშვიდობის პროცესებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მათი ხმები და გავლენა,” – აღნიშნა მან.
პანელზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლებს შორის იყვნენ დევნილი და კონლიფქტით დაზარალებული ქალები რეგიონებიდანაც.
ეკა გოგატიშვილის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევიდან ჩამოვიდა კონგრესზე. პერევი ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელია, ეკას მოხსენებაც მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ მის სოფელში ყოველდღიურ გამოწვევად დგას უსაფრთხოების საკითხები. სწორედ ამიტომ ეკას მოხსენებაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ადრეული გაფრთხილების სისტემის მნიშვნელობა იყო.
მომხსენებლებს შორის იყო მანანა გოგნაძე, ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანადან, რომლისთვისაც სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, მთავარი გამოწვევა მაინც ფიზიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება.
აღინიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელისუფლებო შტოების, არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მოქმედება, რათა ხელი შეეწყოს ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მდგრადი და ინკლუზიური მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

მანანა გოგნაძემ კი ისაუბრა ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხო გადაადგილებას და ფიზიკურ უსაფრთხოებას. მან აღნიშნა, რომ მისი სახლი არის ბოლო სახლი ე.წ საზღვართან, და მისთვის სტრესულია იმ რუსი ჯარისკაცების საუბრის ხმის გაგონება, რომლებიც რეალურად ძალიან ახლოს არიან.

პანელის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ქალთა როლზე მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში. მათ აღნიშნეს, რომ ქალები და გოგოები ხშირად არიან პირველები, ვინც განიცდიან კონფლიქტების შედეგებს, მაგრამ მათ ასევე აქვთ უნარი და რესურსები, რომ იყვნენ ცვლილებების წამყვანი ძალა. მონაწილეებმა მოუწოდეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს, რომ გააძლიერონ ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რათა უზრუნველყონ მდგრადი და ინკლუზიური მშვიდობა.
საქართველოს ქალთა კონგრესი 2025 წლის 8 მარტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა დააფუძნა. კონგრესის მიზანს წარმოადგენს ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. კონგრესის ჩატარების ინიციატივა ემსახურება გამოწვევების გამოვლენას და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ქალთა უფლებების გაუმჯობესებას და მათი მონაწილეობის გაძლიერებას ქვეყნის განვითარებაში.
კონგრესმა გააერთიანა სხვადასხვა სფეროსა და თაობის ქალი უფლებადამცველები, აქტივისტები, ლიდერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: ძალადობის პრევენცია, ანტიგენდერული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის გატარებაა, "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების" დღის წესრიგის განხორციელება და სხვ.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

















