ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების/ილუსტრაციების კონკურსს
2025-05-14 15:00:19

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების/ილუსტრაციების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე. იმის გათვალისწინებით, რომ, მიმდინარე თვეში, კონკურსი სიმბოლურად ეხმიანება დამოუკიდებლობის დღეს, სასურველი იქნება, ნამუშევრები ითვალისწინებდეს აღნიშნულ კონტექსტსაც.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:

  • ქვეყნის დამოუკიდებლობისვის მებრძოლი ქალების წარმოჩენა;
  • ქალთა როლი დემოკრატიის მშენებლობაში;
  • ქალთა აქტივიზმის მნიშვნელობა;
  • ქალების მონაწილეობის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;
  • ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • პოსტერს/ილუსტრაციას უნდა ერთვოდეს ორგინილური თემატური სლოგანი;
  • პოსტერი/ილუსტრაცია უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • პოსტერი/ილუსტრაცია უნდა იყოს შემოქმედებითი და ინფორმაციული;
  • პოსტერის/ილუსტრაციის ვიზუალი ნათლად უნდა ასახავდეს თემატიკას;
  • პოსტერი/ილუსტრაცია სასურველია, ეხმიანებოდეს ინკლუზიურ თემატიკას.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ ნამუშევრები შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

საბეჭდი ვერსიისთვის: ზომა: A3 ფორმატი – 297 x 420 მმ რეზოლუცია: მინიმუმ 300 dpi ფორმატი: PDF (მთავარი ვერსია –ბეჭდვისთვის) JPG ან PNG (ვიზუალიზაციისთვის)

სოციალური მედიის ვერსიები:

Instagram პოსტი: ზომა: 1080 x 1350 px რეზოლუცია: მინიმუმ 150 dpi

ფორმატი: JPG ან PNG Facebook

პოსტი: ზომა: 1200 x 1500 px (შეიძლება გამოყენებულ იქნას იგივე, რაც Instagram-ზე)

რეზოლუცია:  მინიმუმ 150 ფორმატი: JPG ან .PNG

რეკომენდაცია: სოციალური მედიის ფაილის სახელში მიუთითეთ "SOCIAL".

!! საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს. გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება ორგანიზაციის ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებზე და ასევე, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. კონკურსის ფარგლებში, გამოვლინდება 5 გამარჯვებული. გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა - 200 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 24 მაისი, 12:00 საათი. გამარჯვებულ ნამუშევრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicgeorgiawic@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; gvantsasanaia@gmail.com.

გთხოვთ, ელექტრონულ შეტყობინებაში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი.

გისურვებთ წარმატებებს!

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner