ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა - მესტია, სოფელი ჭუბერი
2025-07-29 14:02:33

„ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ პროექტის საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა მესტიაში, სოფელ ჭუბერში.

ეს იყო ბოლო შეხვედრა პირველადი საკონტაქტო ეტაპის ფარგლებში - გზა, რომელიც თეთრიწყაროდან დაიწყო და სვანეთის მაღალმთიან სოფელში სრულდება.

საინფორმაციო შეხვედრები ხუთივე რეგიონში ერთი პრინციპით წარიმართა: გულწრფელი დიალოგი, თემის წევრებთან უშუალო კონტაქტი, პროექტის მიზნებისა და გზავნილების გაცნობა და რაც მთავარია, მონაწილე ქალების აქტიური ჩართულობის წახალისება.

პროექტი ეფუძნება სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს, რომ სოციალური ცვლილება იწყება თემის შიგნიდან, იმ ადგილიდან, სადაც ყველაზე მეტად ესმით საჭიროებები.

პროექტის შემდეგი ფაზებია ცნობიერების ამაღლება და ასევე, ერთობლივი მოქმედებით, დოკუმენტირებულ საჭიროებათა კვლევაზე დაფუძნებული ადგილობრივი ინიციატივების გაძლიერება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner