
გაეროს ქალთა ოგრანიზაციის მხარდაჭერით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც 12-13 ივნისს, ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქმა უმასპინძლა, საქართველოდან 4 ქალი მონაწილეობდა.
იულია ხარაშვილი, ეკატერინე გამახარია და ანა ნემსაძე აქტიურად იყვნენ ჩართულები კონფერენციის სადიკუსიო ნაწილში. მათ მკაფიოდ წარმოაჩინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ლიდერობა ადგილობრივ დონეზე და როგორი განსაკუთრებულია მათი როლი მშვიდობის მშენებლობაში. ამას გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდა სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო რუსეცკი, რომელმაც სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების მონაწილეობაზე ისაუბრა.
ღონისძიება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წლისთავს მიეძღვნა. მან 25 ქვეყნიდან 160 მონაწილე გააერთიანა. მათ შორის იყვნენ ლიდერები, მშვიდობის მშენებლები და აქტივისტები, რომლებმაც ერთობლივი სამოქმედო ნაბიჯები დასახეს ინკლუზიური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მშენებლობისთვის.
კონფერენციის დასასრულს კი მონაწილეებმა მიიღეს სარაევოს დაპირება, რომელიც ძლიერ და ერთიან ხედვას წარმოადგენს: „ჩვენ აღარ დაველოდებით კიდევ 25 წელს. ვიმოქმედებთ ახლა, რათა ქალთა ლიდერობა, გენდერზე ორიენტირებული სამართალი, მშვიდობის მშენებლობა და აღდგენითი პროცესები მოექცეს ყველა სამშვიდობო პროცესის ცენტრში – ყველა ქვეყანაში, ყველა თაობისთვის.“
ინიციატივა გაროს ქალთა ორგანიზაციის რეიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით, ახორციელებენ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















