
ქალთა საინფორმაციო ცენტრის WPS მიმართულების პროექტის კოორდინატორი, ანა ნემსაძე დაესწრო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგს, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერის, კატასტროფის რისკების შემცირების და კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობის გაძლიერებას.
შეხვედრა 18-20 ივნისს ჩატარდა ტრენერების შესაბამისი მეთოდოლოგიით გადამზადების მიზნით და მას სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის, კატასტროფის რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ინიციატივა განხორციელდა პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















