
ზუგდიდში, 13 სექტემბერს, სამოქალაქო ინიციატივების შესახებ, ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა და მას მოდერატორობას იულია ხარაშვილი და მარინა ფოჩხუა უწევდნენ. მასში მონაწილეობდნენ თვითდახმარების ჯგუფების წევრი ქალები და სათემო მუშაკები მიზნობრივად შერჩეული მუნიციპალიტეტებიდან.
სესიამ გააერთიანა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: თემის სტრუქტურა და დევნილთა თემების როლი საქართველოში, სათემო ინიციატივა და ჩართულობის შესაძლებლობა, ინიციატივის გაფორმება, ბიუჯეტის დაგეგმვა და თემთან შეთანხმება, შესრულება, შეფასება და სხვ.
მიზანი: იძულებით გადაადგილებული და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და გოგოების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ისინი გახდნენ ცვლილებების აქტიური მონაწილეები თავიანთ თემებში, განახორციელონ სათემო ინიციატივები.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის ფარგლებში „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















