პროგრამის/პროექტის დასახელება: ქალთა როლის გაძლიერება ადგილობრივ განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
გრანტის გამცემი (დონორი): KVINFO
განმახორციელებელი პარტნიორი: ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
პროექტი მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების ინკლუზიურ მონაწილეობის ხელშეწყობას საჯარო ცხოვრებაში. ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ქალების შესაძლებლობების განვითარებას განათლებასა და პროფესიულ უნარებში, ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაში, კომუნიკაციასა და საზოგადოებრივ ინფორმირებულობაში.
პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტრენინგებს, ვორქშოფებს, ონლაინ და კომუნალური შეხვედრებს, ასევე ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რომლებიც ეხმარება ქალებს და გოგონებს უკეთ გამოიყენონ არსებული რესურსები და შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, შშმ პირებს, ეთნიკურ უმცირესობებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილ ქალებს, რათა მათაც ჰქონდეთ თანაბარი წვდომა სოციალურ სერვისებზე. პროექტის მიზანია მდგრადი შედეგების მიღწევა ადგილობრივ საზოგადოებებში, სოციალური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
პროექტის მიმართულებები: ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხები; ქალთა როლის გაძლიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ცნობიერების ამაღლება
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
