ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია
2023-01-26 14:27:14

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა. 

შეხვედრა პროექტის ფარგლებში, “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების -  "გენდერული სტერეოტიპები და მავნე წეს-ჩვეულებები“ და „სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ზეგავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაზე“ - პრეზენტაცია; ამასთან, შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და ლიდერი ქალების თანამშრომლობის ხელშეწყობას. 

კვლევების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.  ასევე, მონაწილეებს შორის არიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ლიდერი ქალები და  ქალთა საინფორმაციო ცენტრის კონკურსებში გამარჯვებული მონაწილეები. 

პროექტის მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში. პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner