GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

WIC News

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC News

ტრენინგი "გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე"

6-7 სექტემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე“. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით. ტრენინგის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერული მეინსტრიმინგის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიზანია გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის ხელშეწყობა . ☑️შეხვედრას ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, რომელიც ამავე დროს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეცაა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი, გენდერული თანსწორობის საბჭოს წევრები,საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები. ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში.

2018-09-18

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2018. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster