
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა.
შეხვედრა პროექტის ფარგლებში, “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების - "გენდერული სტერეოტიპები და მავნე წეს-ჩვეულებები“ და „სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ზეგავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაზე“ - პრეზენტაცია; ამასთან, შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და ლიდერი ქალების თანამშრომლობის ხელშეწყობას.
კვლევების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. ასევე, მონაწილეებს შორის არიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ლიდერი ქალები და ქალთა საინფორმაციო ცენტრის კონკურსებში გამარჯვებული მონაწილეები.
პროექტის მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში. პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.
On May 29th, Embassy of Georgia to the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland, held the Independence Day Reception and the exhibition on the occasion of the 100th Anniversary of Georgian Parliamentarism. Along with other exhibits, the documentation and photo materials depicting the life and work of women members of Georgia’s first independent Constituent Assembly of 1919-1921 were exhibited.