Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
ინტერაქციული ტრენინგი “იყავი მის ადგილას” სოფელ გუთურში ჩატარდა
2023-03-30 11:36:41

ინტერაქციული ტრენინგი “იყავი მის ადგილას”, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში ჩატარდა.

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ.

სამუშაო შეხვედრას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვება.

ინტერაქტიული ტრენინგების ციკლი ცნობილი სახელმძღვანელოს, “In Her Shoes”-ის მიხედვითაა შექმნილი და ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების რეალურ ისტორიებს ეფუძნება.

8 რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით, მონაწილეებს უწევთ ჯგუფებში განიხილონ თითოეული ქეისი, გაანალიზონ, იმსჯელონ იმ სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების შესახებ, რომლებიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია და ინდივიდუალური გადაწყვეტა სჭირდება. კერძოდ, ტრენინგის მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ რომელი სტერეოტიპები ახალისებს ძალადობას, რა გამოწვევები აქვს მსხვერპლს იმისთვის, რომ მიმართოს მაგალითად სამართალდამცავ ორგანოს, შეატყობინოს ოჯახის წევრებს ან მეზობლებს, რა როლი აქვს ძალადობის პრევენციის კუთხით, სამეზობლოს ან ზოგადად საზოგადოებას. ტრენინგის დასასრულს, ქსც-ს ტრენერთან ერთად, მონაწილეები განიხილავენ თითოეული ქეისის შემთხვევაში, რა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და რა ხერხები უნდა აერჩიათ ძალადობის პრევენციის მიზნით.

მავნე სტერეოტიპები, სოციალური ნორმები, დისკრიმინაცია, ძალადობის ფორმები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ფასილიტატორი ტრენინგის მსვლელობისას ეხება. ამასთან, დამსწრეები იღებენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის და/ან გენდერული ძალადობის სხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებაც.

ტრენინგ-სესია მონაწილეებს შორის დისკუსიით სრულდება. ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. მათ შორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები.

ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას გურიისა და ქვემო ქართლის ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს. მათ შორის საჯარო მოხელეები, ქალები, კაცები და ახალგაზრდები.

აღსანიშნავია, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ტრენინგების ციკლის  „იყავი მის ადგილას“ ფარგლებში, გასულ წელს ჯამში 1137 ადამიანი გადაამზადა. მათ შორის, 789 ქალი (69%) და 348 კაცი (31%).

ტრენინგების ციკლი პროექტის „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება გურიისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ არის მხარდაჭერილი.

 

 

 


 

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

On May 29th, Embassy of Georgia to the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland, held the Independence Day Reception and the exhibition on the occasion of the 100th Anniversary of Georgian Parliamentarism. Along with other exhibits, the documentation and photo materials depicting the life and work of women members of Georgia’s first independent Constituent Assembly of 1919-1921 were exhibited. 

Right Banner