GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

WIC News

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC News

1325 ლოკალიზაცია: უკრაინის დელეგაციის ვიზიტი ერგნეთში

2019 წლის 22- 26 აპრილს საქართველოში სასწავლო ვიზიტით უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325-ის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამოქმედო გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია გამყოფ ხაზთან მიმდებარე, სოფელ ერგნეთში ჩავიდა და აგვისტოს ომის მუზეუმი მოინახულა. ომის მუზეუმი 2008 წლის აგვისტოს ისტორიას ინახავს. ის, სიმბოლურად, 2017 წლის 8 აგვისტოს გაიხსნა ცხინვალიდან 500 მეტრით დაშორებულ სახლში, რომელიც ომის დროს დაბომბვის გამო დაიწვა და დაინგრა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ მუზეუმის იდეის ავტორს და სახლის დიასახლისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული საბჭოს წევრს ლია ჩლაჩიძეს. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და გენდერული საბჭოს წევრმა ეკატერინე სუხიშვილმა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა კონკრეტული საკითხები, როგორიცაა: ეროვნული სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და შედეგები; გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება ადგილობრივ დონეზე; ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება (მათ შორის დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების); ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ყოფა და ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, უკრაინის დევნილთა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროსა და დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელშეწყობით.

2019-06-12

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2022. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster