Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარება
2023-11-07 13:21:37

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ მეთოდოლოგიით ჩატარდა. აღნიშნული მეთოდი ყველა დაინტერესებული მხარისა და გადაწყვეტილების მიმღები უწყების ან და პირის კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს. ამასთან, უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით, სოციალური, უფლებრივი და ეკონომიკური ხასიათის პრობლემების სწრაფ გადაჭრას ემსახურება.

სამუშაო შეხვედრას, ექსპერტი გენდერის საკითხებში, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა. მან  პროექტის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორთან, ანა ნემსაძესთან და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ გამგეობის თამჯდომარე, ელენე რუსეცკაიასთან ერთად, განიხილა წინასწარ მოძიებული, გადამოწმებული და დოკუმენტირებული მონაცემები, რომლებიც სოფელ იდლიანისა და ჭუბერის მკვიდრთა გადაუდებელ საჭიროებებს ასახავს.

სამუშაო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა. თემატური მასალების პრეზენტაციის შემდეგ, საკითხების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პრობლემების წარდგენაში, თავად  სოფელ იდლიანისა და ჭუბერის მკვიდრი, ადგილობრივი ლიდერი ქალები მონაწილეობდნენ.

პროექტი: „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ აღიარებს ქალების საკვანძო როლს თავიანთი თემების პრობლემების ადვოკატირების პროცესში. შესაბამისად, მათი აქტიური ჩართულობა მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და აზალგაზრდების ხმის გაძლიერებას და მათი როლის ზრდის ხელშეწყობას მშვიდობის მშენებლობის პროცესებში.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის,მაიზერ ჯაფარიძის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა განიხილოს იდენტიფიცირებული საჭიროებები და მაქსიმალურად ეცდება მათ დაკმაყოფილებას არსებული რესურსევის და გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით.

შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრებმა დამსწრეებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ცნობისთვის, იმ საჭიროებათა ადვოკატირების კამპანია, რომელთა მოგვარების გზებიც აღნიშნულ შეხვედრაზე ვერ გამოიკვეთა,  გაგრძელდება ზემდგომი უწყებების ჩართულობით.

შეხვედრა კოალიციური პროექტის „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“  ფარგლებში ჩატარდა. პროექტს "ქალთა საინფორმაციო ცენტრი", ფონდი "სოხუმი" და ასოციაცია "თანხმობა" გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებენ.  

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner