Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა CSW-ს 68-ე სესიის ფარგლებში ღონისძიება გამართა
2024-03-25 15:35:32

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების ხმა ნიუ-იორკამდე მივიდა და CSW-ს 68-ე სესიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ნათლად წარმოჩინდა ის მიღწევები და საჭიროებები, რისთვისაც ქალთა უფლებების გაუმჯობესებისა და გენდერული თანასწორობის გზაზე ვიბრძოლეთ და ვიბრძვით.

ღონისძიებას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მსოფლიოში მოღვაწე ქალთა უფლებადამცველები ესწრებოდნენ, მთვარ ხაზად გასდევდა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილისა და კარიკატურისტ ზალიკო სულაკაურის ნამუშევრები, რაჭიდან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, ქალების შესახებ. ფოტოები და კარიკატურები ეხმიანება სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებს და მათი რეალური ყოფის გამოძახილია.

WIC-მა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალების მიერ შექმნილი თოჯინები, რაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კარგი მაგალითია და ამავდროულად, ხაზს უსვამს ქართულ კულტურას.

გენდერული მეინსტრიმინგი საქართველოში, ქალების გაძლიერება და ინკლუზიური პოლიტიკის ხეშეწყობა, მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა - ეს კი ის ძირითადი თემებია, რომელთა შესახებაც, ერთის მხრივ, გაზიარდა გამოცდილება და კარგი პრაქტიკები, მეორე მხრივ კი გაიმართა დისკუსიები, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით.

ღონისძიება - ქალთა გაძლიერება და გენდერულად ინკლუზიური მომავლის ფორმირება - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner