ქალთა პოლიტიკური მონაწილოების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მათი საშუალებით ორგანიზაცია ლობირებას უწევს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. ორგანიზაცია მუშაობს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ქალების, როგორც ლიდერების ჩამოყალიბება, მათი მობილიზაცია და გაძლიერება თემსა და ქსელში, თანამსრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოსა და სხვადასხვა აქტორებთან, კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად. |