GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერა

2017 წლის 14 სექტემბერს, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ დახურვის ღონისძიება. პროექტს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსა და სომხეთში, ოქსფამი და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა“ ახორციელებდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.

მონაწილლებმა მოისმინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში, რომელიც ოქსფამის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა ლევან დადიანმა წარმოადგინა, ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტის ფარგლებში მიღებული შდეგების მდგრადობის უზრუნველყოფაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

სასოფლო-სამეურნეო ალიანსი (GAARD) ოქსფამის ინიცირებით პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ღონისძიებაზე გაიმართა სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის განახლებული მემორანდუმის ხელმოწერა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოკავშირე მხარეების სურვილს და მზაობას, განაგრძონ პროექტის მიღწევების და აღნიშნული პრიორიტეტების ადვოკატირება მომავალში.

ღონისწიებას ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ასევე მოაწერეს ხელი მემორანდუმს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის ატაშე კრისტინა კასელა, პროექტის გუნდის წევრები, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის წევრები, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2017-10-03

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2017. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster