GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მარნეულის არასამთავრობოებს შეხვდა

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მარნეულის საკრებულოს წევრებისა და რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლის მონაწილეობით. შეხვედრის მიზანი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული საკითხების გავხილვა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა იმ პროგრამის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია 2011 წლიდან ახორციელებს და რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ გენდერული საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე გამოთქვეს რეკომენდაცია საბჭოს შემადგენლობაში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლის ჩართვის თაობაზე. გენდერული საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დგას საბჭოს დღის წესრიგში და იმედი გამოთქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს დროში წარმოადგენენ ამ კანდიდატურას. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო და დამტკიცდა საბჭოს დებულება. საბჭოს ხელმძღვანელად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობაში კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიდნენ.

2018-02-27

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster