GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სამოქმედო გეგმის ფორმირება

23-25 თებერვალს, ბორჯომში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში, გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის ფორმირება. შეხვედრაზე, თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებმა და თბილისის მერიის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პუნქტობრივად განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია და შესაბამისად იმუშავეს სტარტეგიის განსახორცილები ღონისძიებების დაგეგმაზე. თბილისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა სამწილიანი იქნება და მომდევნო წელს თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა გეგმაში გაწერილი ღონისძიებების განსახორციელებლად. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავჯდომარემ, მარიკა დარჩიამ, საკრებულოს დეპუტატებმა და თბილისის მერიის სამსახურების ხელმძვანელებმა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე წელია თანამშრომლობს თბილისის საკრებულოსთან და მერიასთან გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით. 2017 წელს, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და მიიღო 2017-2020 წლების გენდერული სტრატეგია. 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. პროექტის„გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ შესახებ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

2018-02-27

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster