GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამოფენა ბრიტანეთში

29 მაისს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და გამოფენა გამართა, რომელზეც სხვა ექსპონატებთან ერთად წარმოდგენილი იყო დამფუძნებელი კრების წევრი ქალების ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტაცია და ფოტომასალა. 
აღნიშნული გამოფენა შეიქმნა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ერთობლივი თანამშრომლობით, პროექტის ფარგლებში : ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” , რომელიც განხორციელდა USAD-ის მხარდაჭერით 2013-2016 წლებში.
ძალიან გვიხარია, რომ გამოფენა, რომელიც თავდაპირველად თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly –ში გაიმართა, საქართველოს ფარგლებს გარეთაც აგრძელებს მოგზაურობას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს თანამშრომლობისთვის

2019-06-13

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2019. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster