2019 წლის 13-15 თებერვალს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგი ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის თერთმეტი მუნიციპალიტეტის: ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი – საკრებულოში, მერიასა და გუბერნიაში პასუხისმგებელმა პირებმა.
2018 წლის 12-13 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომელიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს ორგანიზებით, კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ზუგდიდში, სოფელ ხურჩასა და ლიაში გაიმართა და მისი მონაწილეები გახდნენ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა.
2018 წლის 11 თებერვალს, იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლებიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრები ჩატარდა კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, სოფელ პერევსა და ქუთაისში.
2019 წლის 20-23 იანვარს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგი ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის ყაზბეგის მუნიციპალიტის და ქვემო–ქართლის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის: თეთრიწყარო, ბოლნისი, მარნეული - მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის სობჭოს წევრებმა, ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა მერიასა და გუბერნიაში.
2019 წლის 9-12 იანვარს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგი ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტის: თიანეთი, დუშეთი, მცხეთა, ახალგორი,ყაზბეგი - გუბერნიის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის სობჭოს წევრებმა და ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა მერიაში.
2019 წლის 9-10 იანვარს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი, რომლის მონაწილეები გახდნენ ხაშურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფის წევრები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ სამოქმედო გეგმაში გაწერილი რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მერიის, საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი და გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფლებიდან მოსახლეობის წარმომადგენლებიც შედიან.