დასრულებული პროექტები
„ თემთა მობილიზაცია ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის"
2019-03-01 00:00:00

პროექტი „ თემთა მობილიზაცია ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის" განხორციელდა პანკისის ხეობაში,ზოგიერთი ღონისძიება ჩატარდა თბილისში.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ქალთა საინფორმაციო ცენტრამა გამოიყენა სამი სახის აქტივობა: საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული. პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ისევე როგორც პანკისის ხეობის სოფლებში ასევე დედაქალაქში ტრადიციული და სოციალური მედიის საშუალებით.

დაგეგმილი ტრენინგების უმეტესობა წარმატებით განხორციელდა რეგიონში: ტრენინგები, ლექციები, სპორტული აქტივობები (ჭადრაკი, ნარდი, ცხენით ჯირითი), კულტურული აქტივობები (ხალხური კონცერტი დუისში, სამართლებრივი კონსულტაციები). 350 მდე ადამიანი იყო ჩართული პროექტში, რომელმაც მოიცვა პანკისის 9 სოფელი.

პროექტის მთავარი შედეგი მოსახლეობის შეცვლილი დამოკიდებულებაა ძალადობის მიმართ.მათგან უმეტესობამ არ იცოდა რომ არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც გარდა პიზიკურისა, ზოგიერთმა პროექტის მონაწილემ გაანალიზა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და მიიღო ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს შემთხვევებში. გარდა ამისა პროექტმა შეცვალა პანკისელი კაცების დამოკიდებულება, რომელთაც მიაჩნდათმ, რომ ეკონომიკური ძალადობა და ფიზიკური ძალადობის მსუბუქი ფორმები ნორმალურია. საყურადღებია ის რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ხშირად პოლიცია არ რეაგირებს ადეკვატურად და პოლიციის ოფიცრების, პროკურორების და მოსამართლეების ჩართულობა ძალიან ნაყოფიერი იყო. გარდა ამისა ახმეტის მუნიციპალიტეტის მრჩეველი გენდერულ საკითხებში აქტიურად იყო ჩართული ტრენინგში და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირების პროცესში.

პროექტის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, პანკისის ხეობის პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაციოა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner