დასრულებული პროექტები
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმები
2019-03-01 00:00:00

ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC) ემხრობა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესსა და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმების დამტკიცებას ადგილობრივ სამთავრობო დონეზე. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ითანამშრომლა სამ მუნიციპალიტეტთან (ახმეტა, ხაშური და ბორჯომი) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პროცესი შედგებოდა შეხვედრებისგან, რომელთა მიზანი იყო ეროვნულ, საერთაშორისო ვალდებულებებზე ინფორმირება, გენდერული კუთხით ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიკაცია და მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის გეგმების ფორმირება, რომელიც გაითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების პრიორიტეტულ პრობლემებს.

ზემოთ აღნიშნულმა სამმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები.უფრო მეტიც, ახმეტის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო თანხა, რომ განახორციელოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის გეგმაში გამოკვეთილი აქტივობები.

ორი დოკუმენტი: თვითმართველობის ინსტრუქცია ადგილობრიცი გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმების გაფორმება და თანამდებობრივი ინსტრუქცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირისთვის, მომზადდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობით და განაწილდა მუნიციპალიტეტებში 2017 წლის იანვარში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner