დასრულებული პროექტები
UNDP
2019-03-01 00:00:00

თბილისის საკრებულოსთან, მერიასთან და თბილისის რეგიონალური გამგეობის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამდენიმე მიზანი იქნა მიღწეული.გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმები დაფუძნდა თბილისის მუნიციპალიტეტში-გენდერული თანასწორობის საბჭო ჩამოყალიბდა საკრებულოს განკარგულებით. თბილისის ათ რეგიონალურ გამგეობაში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები დაინიშნენ. გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი დაკავშირებულია თბილისის მერიის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მრჩეველთან გენდერული თანასწორობის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია 2017-2020 წლისთვის შემუშავებული და მიღებული იქნა საკრებულოს წევრების უმრავლესობის მიერ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner