დასრულებული პროექტები
ტრენინგი ქალთა უფლებების და ოჯახური ძალადობის შესახებ, 15 სათემო ცენტრში
2019-03-01 00:00:00

იმისათვის რომ საზოგადოებას, განსაკუთრებით ქალებს და ახალგაზრდებს მიეწოდოს ინფორმაცია, და ამაღლდეს ცნობიერება ქალთა უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში – ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგი ქალთა უფლებების და ოჯახური ძალადობის შესახებ 15 სათემო ცენტრში.

პროექტის მიზანია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებში და გენდერულ თანასწორობის საკითხებში.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები 15 სათემო ცენტრში გაიმართება: ორსანტია, ფოკა, მეკვრისხევი, სადახლო, ტყვიავი, ვალე, ჩაქვი, კაბალი, არხილოსკალო, წალკა, ბარალეთი, ბაკურიანი, კოხნარი, ლაჯანა, ლენტეხი.

პროექტი განხორციელდა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი – 2016 წლიდან 2017 წლის აპრილამდე და მეორე ეტაპი – 2017 წელს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner