დასრულებული პროექტები
ქალთა გაძლიერება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით
2019-03-01 00:00:00

მცირე მაშტაბის კამპანია ცნობიერების ამაღლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის საკითხებზე გურიაში, ფუნქციური სათაურით: ქალთა გაძლიერება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ UN Women–ის მხარდაჭერით. პროექტის აქტივობები ჩატარდა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.

პროექტმა მოიცვა შემდეგი აქტივობები: ტრენინგი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ფილმის ჩვენება და დისკუსიები გურიის სამ მუნიციპალიტეტში. პროქტი განხორციელდა სხვადასხვა დონეზე: წარმომადგენლებისთვის/ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, იდენტიფიცირებული იქნა, რომ სათემო ლიდერები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფორმაციის გავრცელებაში, ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხების პოპულარიზაციაში, უმოკლეს ვადაში.

განხორციელებული ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა გურიის რეგიონის პრიორიტეტული საჭიროებები და საკითხები. გაიზარდა ინტერესი, მოტივაცია და მონაწილეობა ჩართულობა. გაძლიერებული თანამშრომლობით და კომუნიკაციით საზოგადოებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის იდენტიფიცირებული იქნა კონკრეტული საჭიროებები.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner