დასრულებული პროექტები
ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში
2019-03-01 00:00:00

აღნიშნულ პროექტს განახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი’’, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

პროექტის მიზანი:

 

პროექტის საერთო მიზანი (overall objective ) არის უფრო დინამიური სამშვიდობო მიდგომის შემუშავება, რათა ეს პროცესი გახდეს უფრო მონაწილეობითი, რაც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა , კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას , ძირითადი აქცენტით ქალებსა და გოგონებზე.

 

პროეტის კონკრეტული მიზანი (specific objective/outcome ) არის გაძლიერებული ერთობლივი მუშაობა და ნდობის განმტკიცება საზოგადოებაში , რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობენ.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

•გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების და პრიორიტეტების განსაზღვრა;

•სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოსახლეობის საჭიროებები და პრიორიტეტები გათვალიწინებული იქნება და თვითონ მოსახლეობის მონაწილეობა გაიზრდება სამშვიდობო პროცესებში;

•სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის სტიმულირება, რათა გაიზარდოს ინფორმირებულობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობაზე მშვიდობიან მოლაპარაკებებში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner