ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგი გენდერული ძალადობის საკითხებზე სოფელ პერევში 
2023-11-29 12:53:13

28 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ პერევში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. 
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის საჭიროება თავად თემის ლიდერმა ქალმა, პერევის მკვიდრმა ეკა გოგატიშვილმა გამოკვეთა, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროექტის თემატურ აქტივობებში, მათ შორის ადვოკატირების კამპანიებში.
ტრენინგს ფასილიტაციას უწევდა გენდერის ექსპერტი, მამუკა გაჩეჩილაძე. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მან მიმოიხილა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: 

  • გენდერი და გენდერული ურთიერთობები;
  • გენდერული სტერეოტიპები;
  • ადრეული ქორწინება;
  • პატრიარქალური დამოკიდებულებები;
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა;
  • ფემიციდი; 
  • მემკვიდრეობის და ქონების ფლობის საკითხები;
  • უთანასწორობა დასაქმების ადგილზე;
  • ჰარასმენტი და სხვა თემატური საკითხები.

ამასთან, ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ძალადობის მსხვერპლთათავის არსებული სერვისების/პროგრამების შესახებ.

გაეცანით ქსც-ს მიერ შემუშავებულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სერვისების/პროგრამების ინტერაქციულ რუკას.
ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვების დასმისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და დისკუსია.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად, გადავწყვიტეთ პერევის მოსახლეობასთან და კონკრტულად ქალებთან შეხვედრის ჩატარება. საჭიროება გამოიკვეთა სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიური რუტინის შეცვლის სურვილიდან გამომდინარე. მსურდა თუნდაც რამდენიმე საათი დათმობოდა ადგილობრივი ქალების ცნობიერების ამაღლებას გენდერულ ჭრილში, კიდევ ერთხელ გვესაუბრა გენდერის რაობაზე და დავფიქრებულიყავით ჩვენს შესაძლებლობებზე. ტრენინგი იყო ინფორმაციის მიმოცვლისა და გავრცელების ძალიან კარგი საშუალება. ვისაუბრეთ გენდერულ თემატიკაზე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ინფორმაციული სესია გამოვიდა. ჩემი აზრით, მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის და დიდი მადლობა მსურს გადავიხადო ქსც-ს, რომელიც მუდმივად გვიდგას გვერდით და გულთან მიაქვს ჩვენი საჭიროებები" - ამბობს ტრენინგის მონაწილე, ეკა გოგატიშვილი.

შეხვედრა კოალიციური პროექტის „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“  ფარგლებში ჩატარდა. პროექტს "ქალთა საინფორმაციო ცენტრი", ფონდი "სოხუმი" და ასოციაცია "თანხმობა" გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებენ.

ასევე გაეცანით:
 

WIC-ს CARE-ის ჯილდო მიენიჭა

ალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღე გაიმართა

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარება

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner