ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პანელური დისკუსია გაიმართა
2023-12-07 13:43:33

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პანელური დისკუსია გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები/წარმომადგენლები და სხვადასხვა თემის ლიდერი ქალები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, რეგიონებიდან ქალებმა, მათ შორის დევნილმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავიანთ თემებსა და სოფლებში არსებული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და თემატური კითხვები დაუსვეს, თუ როგორ ხედავენ ცალკეულად პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, მათი საჭიროებების მოგვარებას და რა კონკრეტული გეგმები აქვთ ამა თუ იმ საკითხის გადასაჭრელად.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონებში არსებული იმ პრობლემების გაცნობა, რომლებიც ხანგრძლივ პერსპექტივაში სასურველია, რომ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში მოხვდეს და გათვალისწინებული იყოს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ქალების ნაწილი შეხვედრას დისტანციურ რეჟიმში ადევნებდა თვალს და შეკითხვების დასმის და ინტერაქციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner