ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ნიუ იორკში ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრები GNWP წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
2024-03-25 15:41:27

ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, გუს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაცია საქართველოში, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების გამოწვევები - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” გუნდის წევრებმა ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის GNWP წარმომადგენლებთან, ნიუ იორკში.

შეხვედრას GNWP-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარია ვიქტორია კაბრერა-ბალეზა, GNWP-ს უფროსი პროგრამის დირექტორი, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში, ჟასმინ ნარიო-გალასი და GNWP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბანდანა რანა ესწრებოდნენ.

WIC-ის გუნდის წევრებმა GNWP-ს ინფორმაცია მიაწოდეს #1325-ის ლოკალიზაციის კარგი პრაქტიკების და არსებული გამოწვევების შესახებ. ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარებაზე, განსაკუთრებით ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და იმ საინფორმაციო კამპანიის შესახებ გააკეთეს აქცენტი, რომელსაც მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აწარმოებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner