ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი რუსთავის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა
2023-05-03 15:34:07

ტრენინგების ციკლით "იყავი მის ადგილას" ქალთა საინფორმაციო ცენტრი რუსთავის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა.  

ტრენინგ პროგრამა, რომელმაც გასულ წელს 1 200-მდე ადამიანი მოიცვა,  მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. დღევანდელ სესიას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

ინტერაქციული ტრენინგი ცნობილი სახელმძღვანელოს, "In her Shoes"-ის მიხედვითაა შექმნილი და ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების რეალურ ისტორიებს ეფუძნება. 

პროგრამა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას,  გენდერული სტერეოტიპებისა და  სოციალური ნორმების შესახებ, დამოკიდებულებების ცვლილებას.  სამუშაო შეხვედრას, ტრადიციულად,  ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner