ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
2024-04-08 13:38:23

KVINFO-ს მიერ მხარდაჭერილი, ქალთა საკითხებზე მომუშავე სამი ქართული ორგანიზაციის საქმიანობის თვისებრივი ანალიზი - დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას.

შერჩეული კანდიდატის მოვალეობა იქნება თვისებრივი კვლევის ჩატარება. კვლევა შეისწავლის და გაანალიზებს საქართველოში KVINFO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მუშაობას.

კვლევას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ტარდება და არის გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის ნაწილი.

პროგრამა, რომელსაც KVINFO ახორციელებს სამ ორგანიზაციასთან ერთად, მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინაში გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესებას. პროგრამა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო და 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. 

სამუშაო პერიოდი: 2024 წლის 1-ელი მაისიდან 4 აგვისტომდე. 

დაინტერესების შემთხვევაში, განაცხადის გაგზავნა შეგიძლიათ 19 აპრილამდე, რისთვისაც საჭირო იქნება თქვენი CV, სამოტივაციო წერილი, აღნიშნულ სფეროში გამოცდილების დამდასტურებელი 2-3 ნამუშევარი და მომავალი კვლევის გეგმა.

აღნიშნული დოკუმენტები უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: essi.erlands@kvinfo.dk; leana.islam@kvinfo.dk

ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები, ნახეთ:

TERMS OF REFERENCE (ToR)

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner