ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
CSW-ს 68-ე სესიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდმა შეხვედრა UN Women-ის წარმომადგენლებთან გამართა
2024-03-25 15:54:14

CSW-ს 68-ე სესიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდმა მორიგი შეხვედრა Un women-ის წარმომადგენლებთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისში გამართა. WIC-ის გუნდის წევრები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალ რეგიონულ დირექტორს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მშვიდობის, უსაფრთხოების და მდგრადობის გუნდის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალური აზიიდან, კოსოვოდან და საქართველოდან, ქალთა საინფორმაციო ცენტრი. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს, რა შედეგები აქვს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებას აღნიშნულ ქვეყნებში და ასევე, რა გამოწვევები აქვთ დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner