ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი, გაეროს შტაბ-ბინაში, დაესწრო ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის ღონისძიებას
2024-03-26 13:18:18

"ქალთა საინფორმაციო ცენტრის" გუნდი, გაეროს შტაბ-ბინაში, დაესწრო ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ღონისძიებას- ინვესტიცია ქალთა ლიდერობაში: ქალთა მონაწილეობა აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესში.

კონფლიქტით დაზარალებულ და პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა აღდგენისა და რეკონსტრუქციის კრიტიკული ელემენტია. მიუხედავად ამ რეალობისა, ქალების წვლილი სათანადოდ არ არის აღიარებული ამ პროცესში. ამის საპასუხოდ, GNWP-მ ჩაატარა კვლევა "ქალთა მონაწილეობა პოსტ-კონფლიქტურ ეკონომიკურ აღდგენასა და რეკონსრუქციაში კონფლიქტით დაზარალებულ და პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში".

ღონისძიების ფარგლებში, GNWP-მ წარადგინა კვლევის ძირითადი მიგნებები ქალთა მონაწილეობის შესახებ, გაზიარდა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. ამასთან, განიხილეს არსებული პრაქტიკები და იდენტიფიცირდა სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საჭიროა ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომა, რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც აძლიერებს ქალთა როლს აღნიშნულ პროცესებში.

GNWP-ს ღონისძიების ფარგლებში, მოხსენებები წარადგინეს ქალთა უფლებადამცველებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე რუსეცკაიამ, რომელმაც ისაუბრა გუს რეზოლუცია #1325-ის ლოკალიზაციის პროცესზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც მის განსახორციელებლად არსებობს ქვეყანაში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner