ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა
2024-04-25 11:05:55

20 აპრილს ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა. აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან გაგრძელდა. 

წელსაც, ქალთა მარშის მთავარი მოთხოვნა, ისევე როგორც წინა წელს, მარტში, ე.წ. "აგენტების კანონის" გაწვევაა. ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს.

ემიგრანტი და მარტოხელა დედებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალებს, შშმ ბავშვების დედებს და თავად შშმ ქალებს, ხანდაზმულებს, ახალგაზრდებს, ძალადობაგამოვლილ, ქვიარ თუ დევნილ და  კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს.

„ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი“- ქალთა მოძრაობა.

ქალთა მარშის ორგანიზატორებმა და წევრებმა გააპროტესტეს როგორც ე.წ. რუსული კანონი, ასევე, გენდერული კვოტების გაუქმება, რომლის მიზანიც, მათი თქმით, ძალაუფლების შენარჩუნებაა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. 

„ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ - სკანდირებდნენ ქალთა მარშის მონაწილეები.

ე.წ. "რუსული კანონი" საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცრამ- „ხალხის ძალიდან“ და ერთმა - „ევროპელი სოციალისტებიდან“.

პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცებას 17 აპრილს საპროტესტო აქცია მოყვა. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენ. საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მათ შორის ახალგაზრდების, სტუდენტების ორგანიზებითა და მონაწილეობით.

პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს დაიწყო, როცა „აგენტების კანონპროექტს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner