ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
რუსთავში მიუსაფარი ცხოველებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2023-05-08 12:47:19

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობითა და ზოოფსიქოლოგ, გია მჭედლიშვილის ჩართულობით, რუსთავში მიუსაფარი ცხოველებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზოოფსიქოლოგისგან მოისმინეს, რა წესები უნდა დაიცვან ცხოველებთან, ძაღლებთან ურთიერთობისას, როგორ მოიქცნენ მიუსაფარ ცხოველებთან და რა შეცდომას უშვებენ თავიანთი ძაღლების აღზრდის პროცესში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საუბარი შეეხო  როგორც ცხოველების უსაფრთხოების საკითხებს, ასევე მიუსაფარი ცხოველებისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებს. 

ინფორმაციისთვის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობით, ეს რიგით მეორე შეხვედრაა, რომელიც ცხოველების თემას ეხება, რადგან ამ მიმართულებით რეკომენდაციების ცოდნა და მიღება, გარკვეულწილად დაკავშირებულია ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებასთან.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner