ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგების ციკლით "იყავი მის ადგილას" ქალთა საინფორმაციო ცენტრი გურიაში იმყოფება
2023-05-19 15:42:55

ტრენინგების ციკლით "იყავი მის ადგილას" ქალთა საინფორმაციო ცენტრი გურიაში იმყოფება. ტრენინგები ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს 1 137-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა, გურიის რეგიონში გრძელდება.

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებს. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ პირველ სესიას ზოგადსაგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლები, აღმზრდელები, თანამშრომლები და ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ. 

გურიაში ვიზიტის ფარგლებში, ქსც ტრენინგებს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ჩაატარებს. ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში "იყავი მის ადგილას" სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან არის დაგეგმილი.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner