ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგების ციკლით "იყავი მის ადგილას" ქალთა საინფორმაციო ცენტრი ოზურგეთში იმყოფება
2023-05-19 15:49:07

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგების ციკლით "იყავი მის ადგილას" ქალთა საინფორმაციო ცენტრი ოზურგეთში იმყოფება.

8 ქალის რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტის ბაღების აღმზრდელები და თანამშრომლები იმ გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ მსჯელობენ, რომლებიც ძალადობას ახალისებს. 

ქალები, როგორც მთავარი აქტორები, თითოეული ქეისის შემთხვევაში განიხილავენ რომელია ძალადობის პრევენციის საუკეთესო გზა და ინფორმაციას იღებენ ამ კუთხით არსებული ძალადობის სერვისების შესახებ. 

ქსც-ს ვიზიტი გურიის რეგიონში რამდენიმე დღე გრძელდება და სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner