ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია
2023-06-13 15:56:55

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია, ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევები და გენდერული თანასწორობის საბჭოს საჭიროებები - ამ და სხვა საკითხებზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და ადგილობრივ ქალ პოლიტიკოსებს შეხვდნენ. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებსაც, ბავშვთა ქორწინების მავნე პრაქტიკას და ამ მიმართულებით საბჭოს მიერ დასაგეგმ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ქსც-ს გუნდის წევრებმა მოისმინეს ყველა ის საკითხი, რომელიც საბჭომ დღის წესრიგში დააყენა და  გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. 

"ძალიან საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა იყო, განსაკუთრებით ის მიგნებები და რეკომენდაციების ნაწილი, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, როგორიც არის ქალთა საინფორმაციო ცენტრი, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, რისი გაზიარებაც ძალიან გამოგვადგება" -ამბობს ფერიდე ტვილდიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. 

ამასთან, შეხვედრაზე ქსც-ს მიერ ჩატარებული კვლევის "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევა" პრეზენტაცია შედგა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაიმართა მსჯელობა. 

შეხვედრა ჩატარდა პროექტის ფარგლებში "ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში", რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.  მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ქსც  პროექტის სხვა სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner