ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ჩატარებული 82 ტრენინგი და დატრენინგებული 1 463 მონაწილე - "ქალთა საინფორმაციო ცენტრმა" რეგიონებში განსაკუთრებით ცნობილი და მოთხოვნადი ტრენინგების ციკლი შეაჯამა.
პროექტის ფარგლებში, "იყავი მის ადგილას- In her shoes" შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ამავე სახელწოდების ტრენინგების მოდულის შესახებ გამოცდილების, გამოწვევების და კარგი პრაქტიკების გაზიარებას.
კონფერენციამ ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დისკუსიას ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, იდენტიფიცირდა სამომავლო ინტერვენციები, ხედვები და საჭიროებები.
კონფერენციას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, რელევანტური უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ტრენინგის მონაწილეები.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა