WIC-ის გუნდი დღეს კოდის სათემო ცენტრს ეწვია და თემის ლიდერ ქალებს გაესაუბრა ადგილობრივი საჭიროებების გამოსავლენად.
ჩვენ ერთად ვცადეთ ყველა იმ საკვანძო სფეროს იდენტიფიცირება, რა მიმართულებებითაც მყისიერი ცვლილებებია განსახორციელებელი.
WIC-ში გვჯერა, რომ ძლიერი სოფელი ძლიერ ქვეყანას უდრის. გვჯერა, რომ ყოველი გამოწვევა ცვლილების პოტენციალს შეიცავს და, ჩვენი მხრივ, ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ ამ მებრძოლი, ძლიერი ქალების ხმა ისმოდეს ძლიერად.
სოფლად მცხოვრები ქალები და მათი ოჯახები, იმსახურებენ უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა