ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
WIC-სა და ისრაელის საელჩოს შორის თანამშრომლობა გრძელდება - შეხვედრა ადვოკატირების კამპანიისთვის
2023-07-28 10:29:52

24 ივლისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC) და ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით და ამასთან,  სოფლად მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების მხარდასაჭერად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ეწვივნენ.  

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა პირადად მოისმინა ე.წ. Სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები. შეხვედრამ საშუალება მისცა ადგილობრივ ქალებს, გულწრფელად განეხილათ ის პრობლემები, რომლებიც ადვოკატირებას საჭიროებს. Მათ, დღის წესრიგში, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები დააყენეს, Მათ შორის, სასმელი წყლის პრობლემა, ინტერნეტის არარსებობა, ტელეფონის არასტაბილური სიხშირე და სხვ.

Საჭიროებათა კვლევის შემდეგ, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. Ჩორჩანელმა ქალებმა, ჰადას მეიცადი ქართულ ტრადიციებს აზიარეს. ისრაელის ელჩს ჰქონდა საშუალება, გასცნობოდა ჩორჩანის ყოველდღიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და დაეგემოვნებინა ადგილობრივი ბიო-პროდუქტი. Ამასთან, ელჩი მეიცადი და ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის ხელმძღვანელი, ელენე რუსეცკაია აქტიურად მონაწილეობდნენ თონეში პურის ცხობის მასტერკლასში.

ადგილობრივი ქალების სიძლიერითა და გამძლეობით შთაგონებულმა ელჩმა, ჩორჩანელებს მხარდაჭერა გამოუცხადა და სიმბოლური საჩუქრებითაც დააჯილდოვა. Თავის მხრივ, WIC-მა მცირედი წვლილი შეიტანა ჩორჩანაში არსებული ბიბლიოთეკის განვითარებაში და მას პირადი კოლექციიდან თემატური წიგნები გადასცა.

 „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შეხვედრა იყო, რადგან ასეთი მამაცი, ძლიერი და ჭკვიანი ქალბატონები გავიცანი. Ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორია ცხოვრება საზღვრის პირას და ეს შეხვედრა ძალიან დიდხანს მემახსოვრება. - აღნიშნა ჰადას მეიცადმა.

Ცნობისთვის, ჩორჩანაში ვიზიტი, ისრაელის საელჩოსა და WIC-ს შორის პარტნიორობის გაგრძელებაა. პირველი თანამშრომლობა 2023 წლის მარტში შედგა, როდესაც ელჩმა ქალთა თვესთან დაკავშირებით, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები მიიწვია სპექტაკლზე -„სინანულის დღეები”. Სწორედ აღნიშნულმა შეხვედრამ ჩაუყარა  საფუძველი მხარეებს შორის ალიანსის გაღრმავებას.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner