განმუხური, კოკი, ორსანტია, ხურჩა - ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასტან შეხვედრები გამართა.
მშვიდობის მშენებელი ქალები, თემის ლიდერი ქალების ჩართულობით, ორგანიზაციის წევრებმა ადგილზე გაეცნენ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელთა გადაწყვეტა, სამომავლოდ, ერთი ფანჯრის პრინციპის მეთოდოლოგიის გამოყენებით განიხილება და პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით, შეძლებისდაგვარად გადაწყდება.
იდენტიფიცირებულ პრიორიტეტულ საკითხებს ქალები, ერთი ფანჯრის პრინციპით გამართულ შეხვედრაზე, თავად გაუწევენ ადვოკატირებას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა